მე-19-ე საუკუნის ისტორიული გამოცემები ერთ სივრცეში – ეროვნულმა ბიბლიოთეკამ კიდევ ერთი უნიკალური კოლექცია აღადგინა.
გამორჩეული საზოგადო მოღვაწის, ილია ჭავჭავაძის პირადი ბიბლიოთეკა, რომელიც საბჭოთა პერიოდში წლების განმავლობაში გაბნეული იყო, შეგროვდა და რესტავრირებული სახით წიგნის მუზეუმში განთავსდა. მათ შორის გაზეთ „ივერიის“ სხვადსხვა წლის გამოცემები, წიგნები და წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სრული კოლექცია. შედეგად ეროვნული ბიბლიოთეკის სტუმრებისა და მკითხველებისთვის უნიკალური ისტორიული მასალები სრულად ხელმისაწვდომი გახდა.