თბილისის ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ მემორიალურ მუზეუმში, მუზეუმების გაერთიანების რესტავრაციისა და კონსერვაციის სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორიის განახლებული შესაძლებლობებისა და ერთწლიანი მუშაობის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. ლაბორატორია თანამედროვე აპარატურითა და ხელსაწყოებით აღიჭურვა. ადგილზე შესაძლებელია ხელნაწერი დოკუმენტებისა და უნიკალური წიგნების, ფოტო და იკონოგრაფიული ფონდის, ფერწერული ნამუშევრების, სინათლისადმი მგრძნობიარე მასალაზე შესრულებული ნიმუშების თუ სხვა სამუზეუმო კოლექციებისა და ფონდებში დაცული მასალების რესტავრაცია-კონსერვაცია.