რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლების საქმე

გამოძიების საგანია რესპუბლიკურ საავადმყოფოში 2020-21 წლებში ჩატარებული სარემონტო სამუშაოები.

ბრალდებულთა წრე გაფართოვდა. კლინიკის ყოფილი დირექტორის, ყოფილი თანამშრომლის და ინდ-მეწარმის დაკავების შემდეგ, ამჯერად ბრალდება კლინიკის ინფრასტრუქტურის დეპარტამენტის უფროსს, ინჟინერ-მშენებელს, სამშენებლო სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველს და კომპანია „ნიუმშენის“ დირექტორს წაუყენეს. ოთხივე მათგანი დღეს გირაოთი გაათავისუფლეს. გამოძიება ამტკიცებს, რომ კოვიდ-პაციენტების საწოლ-ფონდის გასაზრდელად ჩატარებული სამუშაოების ხარჯთაღრიცხვა ხელოვნურად იყო გაზრდილი, შედეგად კი ბრალდებულებმა სარემონტო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხის ნაწილი მიითვისეს. ჯამში საუბარია 220 000 ლარზე.