ყველა მოქალემ რომელსაც ეჭვი ექნება, რომ კორონავირუსი აქვს, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოს უნდა მიმართოს. მოქლაქეების გადაუდებელი მიღების მთავარი ცენტრი, სწორედ თბილისის რესპუბლუკურ საავადმყოფოში იქნება. უკვე აქედან, გამოკვლევის შემდეგ, პაციენტებს საჭიროების მიხედვით ბოქსირებულ განყოფილებაში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში გადაამისამართებენ. ადგილზე კორონავირსუსზე სწრაფი ტესტებიც ჩატარდება, რომლის უარყოფითი ჩვენება, კლინიკის ხელმძღვანელების თქმით, 100% ით სანდოა. რესპუბლიკურ საავადმყოფოში ინტენსიური საჭიროებისთვის 50 საწოლია მომზადებული. სტაციონარული მკურნალობისთვის კი 70 ადგილი.