რესპუბლიკური საავადმყოფოს რამდენიმე განყოფილება განახლდა.
ახალი აპარატურით და ინფრასტრუქტურით აღიჭურვა რეანიმაციის და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები, ასევე სტაციონარი. სარემონტო სამუშაოები კლინიკის ცენტრალურ კორპუსში ჩატარდა – უახლოეს პერიოდში შენობის დანარჩენი ნაწილის რესტავრაცია უნდა დაიწყოს. გეგმის მიხედვით, ოთხ წელიწადში პირველი საუნივერსიტეტო კლინიკა სრულად რეაბილიტირებული იქნება. სამუშაოები სამედიცინო მომსახურების წყვეტას არ გამოიწვევს. განახლებულ განყოფილებებში პაციენტებს ხვალიდან მიიღებენ.