რესპუბლიკური საავადმყოფო კომპენსაციების გაცემას იწყებს

რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებზე კომპენსაციების გაცემა დაიწყო. 250-მდე დასაქმებულმა სამინისტროს მიერ შეთავაზებული საკომპენსაციო პაკეტი უკვე აირჩია და გადაწყვეტილება შესაბამისი შეთანხმებით დაადასტურა. ამასთან, კლინიკაში სამინისტროსა და თანამშრომლებს შორის კონსულტაციები გრძელდება. პარალელურად, მიმდინარეობს შენობის ფასადის დემონტაჟი, რომელიც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნის მიხედვით, ავარიულია. ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს ბაზაზე, ახალი მრავალპროფილური, კლინიკა მოეწყობა, რომელიც ყველა ძირითად სამედიცინო მიმართულებას გააერთიანებს. კლინიკის თანამშრომლებს უწყება საკომპენსაციო პაკეტებსა და დასაქმების გარანტიებს სთავაზობს.