„არა ნგრევას“ – რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან სოლიდარობის აქცია გაიმართა. კლინიკის თანამშრომლების აქციას დღეს რიგითი მოქალაქეები, სხვა სამედიცინო დაწესებულებების ექიმები და „ვოლტის“ კურიერებიც შეუერთდნენ. მედპერსონალი ჯანდაცვის სამინისტროს იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებს, რომლის მიხედვით, არსებული შენობის ნაწილი უნდა დაინგრეს და მის ახლოს ახალი კლინიკა აშენდეს. ხელმძღვანელობა თანამშრომლებს პირობას აძლევს, რომ სამშენებლო სამუშაოების დასრულებამდე ყველა მათგანს სამუშაო ადგილი და ხელფასი შეუნარჩუნდება. თუმცა, კლინიკაში დასაქმებულებს ამ დაპირებების არ სჯერათ და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ. აქციის დასასრულს, რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან შეკრებილმა ექიმებმა და მოქალაქეებმა სოლიდარობის ნიშნად, ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს და განაცხადეს, რომ აქციები პერმანენტულად გაგრძელდება.