მორიგი აქცია რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან. დასაქმებულებმა კლინიკის შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს. მედიკოსებისთვის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შეთავაზებული კომპენსაციის პაკეტი და დასაქმების გარანტიები მიუღებელია და დაანონსებული რეორგანიზაციის გაუქმებას ითხოვენ. უწყების გადაწყვეტილებით, რომელსაც ხუთი საექსპერტო დასკვნა უდევს საფუძვლად, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა უნდა დაინგრეს და იგივე ტერიტორიაზე ახალი, მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი აშენდეს.