რესან კონცელიძის განცხადება

ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, რესან კონცელიძე კატეგორიულად უარყოფს ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნების“ დატოვებას და გიორგი გახარიას გუნდში გადასვლას გეგმავს. კონცელიძე გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური ბრიფინგით გამოეხმაურა. მისი თქმით, ის „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა აირჩიეს და ვალდებულებებიც მათ მიმართ აქვს.