გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს ახალი რექტორი ჰყავს.
აკადემიურმა საბჭომ ფარული კენჭისყრით ალექსანდრე მღებრიშვილი ოთხი წლით აირჩია. მას 7-ვე წევრმა დაუჭირა მხარი.
ახალი რექტორი ხვალიდან შეუდგება უფლებამოსილების შესრულებას.
უნივერსიტეტის პროფესორი ალექსანდრე მღებრიშვილი ამავე უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე იყო. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს 2010 წლიდან გიორგი სოსიაშვილი ხელმძღვანელობდა.