სამუშაო შეხვედრა რექტორებთან

განათლების მინისტრმა სახელმწიფო და კერძო უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა, სადაც არსებულ გამოწვევებზე, ავტორიზაციისა და აკრედიტაციის პროცესების დახვეწაზე იმსჯელა. მიხეილ ბატიაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტებს ხარვეზების გამოსწორებისა და ხარისხის ამაღლების პროცესში სამინისტროს მხარდაჭერა ექნებათ.

მიხეილ ბატიაშვილის თქმით, გაგრძელდება მჭიდრო თანამშრომლობა ყველა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, რათა რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად მოხდეს უმაღლესი განათლების ევროპულ სივრცეში ინტეგრირების პროცესი.