ახალი სივრცე მწერალთა სახლში.
ისტორიულ შენობაში რეპრესირებული მწერლების მუზეუმი მოეწყო. საუბარია 90-მდე ცნობილ პოეტსა და მწერალზე, რომელთა უმრავლესობა საბჭოთა რეპრესიებს შეეწირა. მუზეუმისთვის გამოყოფილი ოთახი მათ უნიკალურ მემკვიდრეობას, მათ შორის პირად ხელნაწერებს და ისტორიულ მასალებს აერთიანებს.