რეორგანიზაცია „აი დი ეს ბორჯომში“

სანქციების შედეგად გაჩერებული „ბორჯომის“ გარშემო ვნებათაღელვა გრძელდება.

თუ სამ კვირაში დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება ვერ მოხერხდება, კომპანიის თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ. სწორედ ამ პერიოდს მოიცავს მედიაცია, რომელში ჩართვას პროფკავშირები ჯანდაცვის სამინისტროსაც სთხოვს. უწყებამ მედიატორი უკვე გამოყო. სანამ ხელისუფლება კომპანიის საქმიანობის აღსადგენად გზებს ეძებს, „ბორჯომის“ მენეჯმენტსა და დასაქმებულებს შორის ურთიერთობა მწვავდება. კომპანიიდან დღეს 49 თანამშრომელი გაუშვეს. მიზეზი ფინანსური პრობლემების გამო შეცვლილი სამუშაო კონტრაქტებია, რომლებიც დასაქმებულთა ნაწილისთვის კატეგორიულად მიუღებელია. კომპანიამ ორივე ქარხანაში „ბორჯომის“ ჩამოსხმა მას შემდეგ შეაჩერა, რაც აქციების საკონტროლო პაკეტის მფლობელი სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა.