საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია და ქვეყანაში მოქმედი სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები ხვალ „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებულ ღონისძიებას ეხმაურებიან. საგანგებო ბრიფინგი მეტეხის ტაძრის ეზოში გაიმართა. რელიგიური კონფესიები საჭიროდ მიიჩნევენ „ლგბტ პროპაგანდის საკითხები კანონმდებლობით დარეგულირდეს“. ინიციატივას უერთდებიან საპატრიარქო, საქართველოს ებრაელთა კავშირი და სომხური სამოციქულო ეკლესია.