რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ საქართველოს უსინათლოთა კავშირს და თბილისის უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულთა 202-ე საჯარო სკოლის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
სოციალური პროექტის, „უსინათლო და მხედველობა დაქვეითებულ მოქალაქეთა მხარდასაჭერად“ ფარგლებში, სააგენტომ მათ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ ძველი აღთქმის მეხუთე კანონიკური წიგნი „მეორე რჯული“ და ბრაილის შრიფტით დაბეჭდილ რელიგიის სააგენტოს ინტერრელიგიური კალენდარი გადასცა.