ცოტნე დადიანის მეორე მიკრორაიონში, 54 ავტოფარეხის დემონტაჟის შემდეგ სკვერი, სპორტული მოედანი და პარკინგი მოეწყო. ახალი რეკრეაციული სივრცის ფართობი 4 500 კვადრატული მეტრია. პროექტის ფარგლებში დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, სავარჯიშო ტრენაჟორები და ფანჩატური. მოეწყო გარე განათების ქსელი და სარწყავი სისტემა. ჩატარდა გამწვანების სამუშაოებიც. პროექტი ნაძალადევის რაიონის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა. ახალი დასასვენებელი სივრცე თბილისის მერის მოადგილემ დაათვალიერა.