რეკომენდაციების შესრულების გეგმა - პოლიტიკური შეფასებები

შეძლებენ თუ არა მმართველი გუნდი და ოპოზიცია თანამშრომლობას. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, პოლიტიკური ამოცანა ცხრა დათქმის შესრულებაა. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ ოპოზიციასა და მესამე სექტორს ერთობლივად მუშაობის შეთავაზება უკვე აქვთ და ახლა ჯერი მათ გადაწყვეტილებაზეა, თუმცა ფიქრობენ, რომ ოპონენტების ნაწილი 12 რეკომენდაციაზე მუშაობის მსგავსად, საერთო მიზნის გარშემო არც ამჯერად გაერთიანდება. ოპოზიცია კი თანამშრომლობისთვის ინკლუზიური ფორმატების შექმნის ვალდებულებას სწორედ მმართველ გუნდს აკისრებს.

ნათია ქენქაძე დეტალებით.