ადამიანები, რომლებიც ბუნებას იცავენ – 31 ივლისი რეინჯერების მსოფლიო დღეა. 2007 წელს საერთაშორისო ფედერაციის მიერ დაწესებული თარიღი საქართველოშიც აღნიშნეს. ფლორისა და ფაუნის დასაცავად შესრულებული მძიმე სამუშაოებისთვის დაჯილდოვდა რამდენიმე რეინჯერი, პროფესიული დღის მილოცვის შემდეგ გაიხსენეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპულებიც. საქმიანობა, რომელსაც რეინჯერები ქვეყნის დაცულ ტერიტორიებზე ეწევიან, ხშირ შემთხვევაში სიცოცხლის რისკის ფასად სრულდება.