საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში დადგენილი წესებისა და სტანდარტების კონტროლი მკაცრდება.
წესების დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით დადგენილი ჯარიმები. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც დღეს ვიდეო-კონფერენციის ფორმატში გაიმართა. ასევე ფართოვდება იმ პირთა წრეც, რომელთაც სავალდებულო „პისიარ“-ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებებს დეტალურად თათია ტაბეშაძე გაგვაცნობს.