რეგულაციები რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ, – აპირებს თუ არა ხელისუფლება იმ სტრატეგიის მხარდაჭერას, რომელიც ევროპულმა საქართველომ მოამზადა. ქართული ოცნების პოზიცია დოკუმენტის გაცნობის შემდეგ გახდება ცნობილი, მანამდე კი, სერგი კაპანაძე იმ კანონპროექტის დეტალებზე საუბრობს, რომლის საფუძველზეც საქართველოში რუსეთის ხელისუფლების ინტერესებზე გათვლილი რესურსი უნდა შეიზღუდოს. რა გზებით შეიძლება გაკონტროლდეს რუსული ფულის შემოსვლა და კრემლის მხარდამჭერი ორგანიზაციების დაფინანსება.