მოპედების და მსუბუქი კვადროციკლების მართვა საკანონმდებლო რეგულაციების ქვეშ მოექცევა. წლების განმავლობაში უკონტროლო სფეროში მკაცრი რეგულაციები ამოქმედდება. თუ პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი საკმარის მხარდაჭერას მოიპოვებს, მითითებული სატრანსპორტო საშუალებების სამართავად თეორიული გამოცდის ჩაბარება იქნება საჭირო. მართვის უფლების მოპოვების შემდეგ კი მოპედების და მსუბუქი კვადროციკლების მძღოლებს ნებისმიერ ავტოსაგზაო დარღვევაზე ჯარიმაც დაეკისრება. მათი გადაადგილება პატრულთან ერთად, ვიდეოკამერებითაც გაკონტროლდება.