მართვის მოწმობის გარეშე მოპედით მოძრაობა იკრძალება

2022 წლის 28 მარტიდან მოპედების და მსუბუქი კვადროციკლების მართვის მოწმობის გარეშე მართვა აიკრძალება.

ცვლილება „საგზაო მოძრაობის შესახებ“ კანონში უკვე შევიდა. მოპედი და მსუბუქი კვადროციკლი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დეფინიციაში ექცევა და მათზე სხვა სატრანსპორტო საშუალებების მიმართ არსებული რეგულაციები გავრცელდება. იცვლება მართვის მოწმობის გამოცდის წესიც. მოწმობის მისაღებად აუცილებელი ხდება გამოცდის რეალურ საგზაო მოძრაობის პირობებში ჩაბარება. ცვლილება 2022 წლის 25 აპრილიდან ამოქმედდება.