ბანკებს და მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებს 14 მაისიდან ახალი ვალდებულება დაეკისრებათ.
ეროვნული ბანკის მიერ გამკაცრებული რეგულაციის მიხედვით, სესხის აღებამდე მოქალაქე საპროცენტო განაკვეთის რეალურ მოცულობაზე დეტალურად უნდა იყოს ინფორმირებული. სხვა შემთხვევაში სანქციები ამოქმედდება. ქვეყნის ცენტრალური ბანკის გადაწყვეტილება მომხმარებელთა უფლებების უფრო მეტად დაცვას უკავშირდება. უფლებადამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, რეკლამების თუ სატელეფონო შეტყობინებების დროს ხშირად ხდება, როცა მსესხებელს საპროცენტო განაკვეთის ფასზე ზუსტი ინფორმაცია არ აქვს. როგორც ირკვევა, მოქალაქეებს ფრაზა „ეფექტური საპროცენტო განაკვეთი“ აბნევთ.