დაახლოებით 100 მილიონი ლარი-ეს არის იმ თანხის რაოდენობა, რომელიც სხვადასხვა საფინანსო კომპანიის მეანაბრეებმა ბოლო წელიწადნახევარში დაკარგეს. მთავარი მიზეზი, რის გამოც მოქალაქეები კონკრეტულ კომპანიებში სოლიდურ თანხებს აბანდებდნენ, მათ მიერ შეთავაზებული მიმზიდველი საპროცენტო განაკვეთი იყო. ფინანსური პირამიდის შედეგად ზარალი იმდენად მასშტაბურია, რომ ეროვნულმა ბანკმა სფეროს რეგულაციების ქვეშ მოქცევა გადაწყვიტა. თუმცა ექპერტები პარლამენტის მიერ დამტკიცებულ და უკვე ამოქმედებულ კანონს დაგვიანებულად მიიჩნევენ.
უკონტროლო ფული და მითვისებული მილიონები – მარიამ ბერძენიშვილი არკვევდა, რამდენად დაიცავს ახალი რეგულაციები მოქალაქეებს რისკებისგან.