იურიდიულმა კომიტეტმა რეგლამენტში შესატანი ცვლილებები პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა. „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებული დოკუმენტი რეგლამენტში რამდენიმე სიახლეს ითვალისწინებს, მათ შორის კანონპროექტით, საკანონმდებლო ორგანოში პარლამენტის თავმჯდომარის არჩევის გარდა, ყველა კენჭისყრა ღია იქნება. გარდა ამისა, პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების შემდეგ უმრავლესობას სიტყვით გამოსვლის უფლება ექნება.
პარლამენტის სხდომის სპიკერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ვიცე-სპიკერებს კი კენჭისყრის ჩასატარებლად საკითხის განხილვის შეჩერების უფლება მიეცემათ. ამასთან, იზრდება ვიცესპიკერების რაოდენობაც. რეგლამენტში შესატან ცვლილებებს საპარლამენტო ოპოზიცია აპროტესტებს და მართველი გუნდის ინტერესებზე მორგებულს უწოდებს. ოპონენტების კრიტიკას მმართველი გუნდი არ იზიარებს და აცხადებს, რომ რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებები პარლამენტის ეფექტიანად მუშაობას უზრუნველყოფს.