დასაქმების მსურველებს შესაბამის პროგრამაში დასარეგისტრირებლად რამდენიმე დღე რჩებათ.
საუბარია პროექტზე, რომლის მონაწილეები ორ-სამთვიანი საკვალიფიკაციო კურსის უფასოდ გავლის შემდეგ გარანტირებულად საქმდებიან. აიტი-სფერო, სტუმარ-მასპინძლობა, სილამაზის სალონები – სამუშაო ბაზრის კვლევის ბოლო მონაცემებით, სწორედ ამ მიმართულებებზე ფიქსირდება მაღალი მოთხოვნა და შესაბამისი კადრების დეფიციტი. მხოლოდ წელს დასაქმების სახელმწიფო პროგრამით ასეულობით ადამიანი დასაქმდა, ახალი ნაკადის მიღება სრულდება – სამუშაოს მაძიებლებს პროგრამით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.