პროფესიულ სასწავლებლებში სტუდენტების რეგისტრაცია იწყება. განცხადების წარდგენა 2 სექტემბრიდან იქნება შესაძლებელი.
ბოლო წლების ტენდენციის გათვალისწინებით, კოლეჯებში წელსაც მაღალ მიმართვიანობას პროგნოზირებენ. წლიდან წლამდე პროფესიული პროგრამების დაუფლების მსურველთა რაოდენობა მზარდია. სიახლეა ინტეგრირებული სწავლება. ეს ნიშნავს, რომ სკოლებში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს მე-11-მე-12 კლასებში სწავლის პარალელურად პროფესიული პროგრამების გავლაც შეეძლებათ.