ტესტირება პროფესიულ პროგრამებზე სწავლის მსურველებისთვის

პროფესიულ პროგრამებზე სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 40 საგამოცდო ცენტრში ტესტირება ჩატარდა. პროცესს განათლების  მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაკიძე და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი სოფიო გორგოძე აკვირდებოდნენ.

2019 წლის საშემოდგომო სესიისთვის 11 000-მდე აპლიკანტია დარეგისტრირებული. ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია: საინფორმაციო ტექნოლოგიები, კულინარია და ბუღალტრული აღრიცხვა.

წელს მიღება გამოცხადებული აქვს 48 სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებელს 300-ზე მეტ პროფესიულ პროგრამაზე.

შეფასებას აპლიკანტი ტესტირების დასრულებისთანავე ეკრანზე დაინახავს, ხოლო ინფორმაცია ჩარიცხვის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე ნოემბრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდება.