რეგისტრაცია პროფესიულ პროგრამებზე წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში

15:33, 17.04.2018

პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს მცხეთის რაიონის ილია წინამძღვრიშვილის სახელობის კოლეჯში, სადაც ისწავლება სოფლის მეურნეობის მიმართულები, მევენახეობა-მეღვინეობა, მეხილეობა, მეფუტკრეობა, სატყეო საქმე, ასევე  მემანქანის, სტილისტის, სამკერვალო ნაწარმის და ელექტროობის სპეციალობები. კოლეჯს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი და მინისტრის პირველი მოადგილე ეწვივნენ, სასწავლო ლაბორატორიები დაათვალიერეს და სტუდენტებსა და აბიტურიენტებს შეხვდნენ.

 

 

მსგავსი