„ფაიზერის“ ვაქცინაზე რეგისტრაცია დაწყებულია, სპეციალურ პორტალზე, booking.moh.gov.ge, მოქალაქეები მათთვის სასურველ დროსა და კლინიკას არჩევენ. მცირე დაბნეულობა გამოიწვია ჯავშნის დამადასტურებელი შეტყობინების დაგვიანებამ. ამასთან დაკავშირებით ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საბოლოო დასტურს მოქალაქეები 24 საათის განმავლობაში, მათ მიერ მითითებულ ნომერზე მიიღებენ. ვაქცინაციაზე ჩაწერა ცხელი ხაზის მეშვეობითაც არის შესაძლებელი. ამისათვის უნდა დარეკოთ ნომერზე 15:22. იმ მოქალაქეებს კი, რომლებმაც დარეგისტრირება ვერც ერთი ჩამოთვლილი საშუალებით შეძლეს, მომავალი კვირის ბოლოდან მიეცემათ საშუალება, 37 სამედიცინო დაწესებულებაში მივიდნენ და ვაქცინაცია წინასწარი ჯავშნის გარეშე ჩაიტარონ. აქვე შეგახსენებთ, რომ „ფაიზერით“ აცრა უკვე 16 წლიდან არის ნებადართული. სრული ვაქცინაციისთვის საჭიროა ორი დოზა, რომელიც 21-დან 28 დღის ინტერვალით კეთდება. ამასთან, თამარ გაბუნიამ დღეს ჟურნალისტებთან მესამე, ე.წ. ბუსტერი დოზის შესახებაც ისაუბრა და თქვა, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მხრიდან ამასთან დაკავშირებით რეკომენდაცია ჯერ არ გაცემულა. ვაქცინაცია უკვე შეუძლიათ იმ პირებსაც, რომელთა ინფიცირებიდან მინიმუმ 30 დღეა გასული.