რატომ ჭიანურდება რეგიონებში არსებული პრობლემური საკითხების გადაჭრა.
საქართველოს პირველი არხი იწყებს სპეციალური რეპორტაჟების ციკლს. დუკუმენტები, ტენდერები, სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა, ადგილობრივების პრობლემები და შეუსრულებელი თუ შესრულებული დაპირებები. თქვენ ნახავთ სინამდვილეში რა ხდება რეგიონებში და როგორია ადგილობრივების ცხოვრების პირობები. როგორ მუშაობენ მუნიციპალიტეტების მერები, რწმუნებულები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები.
22 ივლისს, უწყლობით შეწუხებულმა ადგილობრივებმა გომბორის ცენტრალური გზა გადაკეტეს და პრობლემის სასწრაფოდ მოგვარება მოითხოვეს. ჩვენმა ჟურნალისტმა, ბელა ზაქაიძემ აქციის დასრულების შემდეგ, საკითხის შესწავლა დაიწყო, თუმცა აღმოჩნდა, რომ არამხოლოდ გომბორში, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სხვა სოფლებში წყლის გარდა, სხვა უამრავი მოუგვარებელი პრობლემა არსებობს.
21 საათზე, თქვენ ნახავთ ვრცელ რეპორტაჟს საგარეჯოს სოფლების პრობლემებზე. რაში იხარჯება 24 მილიონი, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტს წლიურად აქვს გამოყოფილი. როგორ რეაგირებს საგარეჯოს მერი მისი რაიონის პრობლემებზე. მხარის გუბერნატორი აცხადებს, რომ მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად, ყველაფერს აკეთებენ, თუმცა სურათი ძალიან მძიმეა.
არ გამოგრჩეთ ბელა ზაქაიძის სპეციალური რეპორტაჟი საგარეჯოს რაიონიდან დღეს „მოამბის“ მთავარ გამოშვებაში, ზუსტად 21 საათზე.