რეფორმის განხილვა

სანქციების გამკაცრება იგეგმება ავტომფლობელებისთვის, რომლებსაც საკუთარი მანქანები ტექნიკურ ინსპექტირებაზე არ გაუტარებიათ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიზისა და რეფორმების სამმართველოს უფროსის განცხადებით, დღევანდელი მდგომარეობით, ტექნიკური ინსპექტირების გაუვლელობის გამო, ავტომფლობელის დაჯარიმება თვეში ერთხელ ხდებოდა, სიახლის მიხედვით კი, შესაძლოა სამართალდარღვევაზე რეაგირება, სამ დღეში ერთხელ მოხდეს. ამის შესახებ, რეფორმის განხილვისას გახდა ცნობილი, სადაც კვლევის შედეგები წარადგინეს.