მოქალაქეების ნაწილს სესხები მცირედით გაუიაფდა.
საუბარია იმ საბანკო კრედიტებზე, რომლებიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილების ტენდენციას განაგრძობს. განაკვეთი დღეს კიდევ 0,25 პუნქტით შემცირდა. მიზეზად ინფლაციის დაბალი მაჩვენებელი სახელდება. სებ-ის პროგნოზია, რომ ინფლაციის დონე წლის ბოლომდე მიზნობრივი, ანუ 3 %-იანი ნიშნულის ფარგლებში შენარჩუნდება. დაბალინფლაციური გარემო კი აჩენს მოლოდინს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა შესაძლოა კიდევ იკლოს. თუმცა იმავე განცხადებაში ეროვნული ბანკი ინფლაციური რისკების ზრდაზეც მიუთითებს და მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას არ გამორიცხავს.
შალვა სუმბაძე არკვევდა, ეთანხმებიან თუ არა სფეროს ექსპერტები ცენტრალური ბანკის ფრთხილ მიდგომას.