ყაზახეთში საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმი მიმდინარეობს. ცვლილებების დამტკიცების შემთხვევაში, ახალ კონსტიტუციაში არ იქნება გათვალისწინებული პრივილეგიები ყოფილი პრეზიდენტისთვის, რომელმაც 2019 წელს გადადგომის შემდეგ შეინარჩუნა ფართო უფლებამოსილებები და ქვეყნის ლიდერის სტატუსი. ამასთან, ინიცირებულია საკონსტიტუციო შესწორებები, რომლებიც პრეზიდენტის ნათესავებს უკრძალავს სამთავრობო თანამდებობის დაკავებას. შეიქმნება საკონსტიტუციო სასამართლო და აიკრძალება სიკვდილით დასჯა. საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ რეფერენდუმს წინ უძღოდა იანვარში, საწვავის ფასის გაძვირების გამო საპროტესტო გამოსვლები და არეულობა, რასაც 230-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.