რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

ხერსონში ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ფსევდო რეფერენდუმისა და რუსეთის ოკუპაციის წინააღმდეგ მშვიდობიანი საპროტესტო აქცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. მათი ცნობით, რუსმა ოკუპანტებმა აქცია ცრემლსადენი გაზისა და ხმოვან-მანათობელი ყუმბარების გამოყენებით დაარბიეს. გავრცელებული ინფორმაციით, არიან დაშავებულები და დაკავებულები. უმაღლესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარმა, ლუდმილა დენისოვამ განაცხადა, რომ რუსები ხერსონის ოლქში ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას პირველი მაისიდან 10 მაისამდე პერიოდში გეგმავენ.

დატოვე კომენტარი