რეაბილიტირებული კულტურის სახლი სოფელ მარანში

აბაშის სოფელ მარანში ახლადრეაბილიტირებული კულტურის სახლი გაიხსნა. სამუშაოები სამ ეტაპად ჩატარდა და მოხდა შენობის როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის სრული აღდგენა თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით. მოეწყო ახალი გადახურვა, სცენაზე დამონტაჟდა განათება-გახმოვანების სისტემები, აღდგა შენობის ისტორიული იერსახე, შენარჩუნდა არქიტექტურული თუ მხატვრული ელემენტი.