ცხოველების საკვების მწარმოებლებისთვის ორშაბათიდან ახალი რეგულაცია ამოქმედდება.
თუ პროდუქციაში ნივთიერება აფლატოქსინის გადაჭარბებულ შემცველობას აღმოაჩენენ, ფინანსური სანქციები დაწესდება და პროდუქტის რეალიზაცია შეჩერდება. ბოლო კვლევების მიხედვით, რძის პროდუქტებში მითითებული ნივთიერების მაღალი შემცველობა ფიქსირდება. ადამიანის ორგანიზმში აფლატოქსინის გადაჭარბებული რაოდენობით მოხვედრა კი ჯანმრთელობისთვის საშიშია. იწვევს სიმსივნურ დაავადებებს და აზიანებს სხვადასხვა ორგანოს.