ქვემო ქართლის რეგიონში რძის გადამამუშავებელი საწარმო ამოქმედდა

ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში რძის გადამამუშავებელი ახალი საწარმო ამოქმედდა, სადაც დღეში საშუალოდ 7-8 ტონა რძეს გადაამუშავებენ. მზადდება სამი სახეობის ყველი: ქარხნული, სულგუნი და იმერული. გადამმუშავებელ საწარმოში 24 ადამიანია დასაქმებული. პროდუქციის რეალიზაცია ადგილობრივ ბაზარზეა გათვლილი.

სოფელ გუმბათში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორი, ქვემო ქართლის რეგიონის რწმუნებულთან ერთად იმყოფებოდა.