„რანინას“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული ნიკოლოზ ქაჯაია გახდა. პროექტში გამარჯვებით, მომღერალმა საბავშვო ევროვიზიის საგზური მოიპოვა და სწორედ ის გახდა საქართველოს ხმა ყველაზე მასშტაბურ საბავშვო მუსიკალურ კონკურსზე. რიგით მე-19 საბავშვო ევროვიზია, რომელშიც 19 ქვეყანა მონაწილეობს და პარიზი მასპინძლობს, 19 დეკემბერს გაიმართება. ტრადიციულად, პირდაპირ ტრანსლაციას საფრანგეთიდან საქართველოს პირველი არხი განახორციელებს. უკვე მეოთხე წელია, საბავშვო ევროვიზიაზე ქართველი კონკურსანტის შერჩევა, საქართველოს პირველი არხის პროექტის „რანინას“მეშვეობით ხდება. „რანინას“ მეოთხე სეზონის გამარჯვებული სამ ფინალისტს შორის გამოვლინდა, მათ შორის იყვნენ ბარბარე მახათაძე და გეგა შონია. 10 წლის ნიკოლოზ ქაჯაია კი გამარჯვებული გახდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა სატელევიზიო შოუებსა და კონცერტებში. 2020 წელს ჩაირიცხა თბილისის ევგენი მიქელაძის სახელობის მეორე ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, საფორტეპიანო განყოფილებაზე.
საქართველო საბავშვო ევროვიზიაზე 2007 წლიდან მონაწილეობს.