მას ხშირად მოიხსენიებდნენ როგორც კავკასიელ ლოურენს ოლივიეს, გავლენიანმა საერთაშორისო გამოცემამ კავკასიის მეფე უწოდა, ევროპამ მეოცე საუკუნის უდიდეს მსახიობად აღიარა. მის მიერ შესრულებული რიჩარდ მესამე კი ყველა დროის რიჩარდების ათეულში მოხვდა.
რამაზ ჩხიკვაძეს დღეს 90 წელი შეუსრულდებოდა. კარგი ხმის და სმენის გამო, ოჯახი ფიქრობდა, რომ მუსიკას აირჩევდა, თუმცა მოზარდ მაყურებელთა თეატრში გატარებულმა ერთმა დღემ ყველაფერი შეცვალა.
60-წლიანი შემოქმედება და თეატრსა და კინოში შექმნილი უნიკალური სახეები: ცნობილი მსახიობის მიერ სხვადასხვა დროს მიცემულ ინტერვიუებს მარიკა შალიკაშვილი გაგვახსენებს. რეპორტაჟში პირველი არხის ოქროს ფონდში დაცული უნიკალური კადრებია გამოყენებული.