რამ განაპირობა დამატებითი ფრაქციების შექმნის აუცილებლობა საპარლამენტო უმრავლესობაში
6-ის ნაცვლად, 8 ფრაქცია – უფლებამოსილების გაზრდა თუ დაპირისპირება მმართველი გუნდის შიგნით. რამ განაპირობა დამატებითი ფრაქციების შექმნის აუცილებლობა საპარლამენტო უმრავლესობაში.
“ქართულ ოცნებაში” ცვლილებას მენეჯმენტის გაუმჯობესებით ხსნიან. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ბიუროკრატიული ხარჯების გაზრდას გამორიცხავს.
იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარეს კი მიაჩნია, რომ ინიციატივა მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის. ეკა ბესელიას თქმით, საკითხზე საბოლოო კონსულტაცია პრემიერთან გაიმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, ფრაქციებს ბიძინა გეგიძე და გოჩა ენუქიძე უხელმძღვანელებენ. ამ დროისთვის ისინი ინფორმაციას არ ადასტურებენ და სატელევიზიო კომენტარისგან თავს იკავებენ.