ვაქცინაციის პროცესი

ამბროლაურის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში რაჭა-ლეჩხუმ სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატი, გოჩა ენუქიძე „სინოფარმისკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა. დეპუტატის განცხადებით, ვაქცინაცია ერთადერთი რეალური იარაღია, რომელსაც შეუძლია ახალი კორონავირუსის პანდემია დაგვამარცხებინოს და ცხოვრების ჩვეულ რიტმში დაგვაბრუნოს.

ამბროლაურის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში, ასევე „სინოფარმის“ ვაქცინით რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულიც, პაპუნა მარგველიძეც აიცრა.