რამ გამოიწვია საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლა - ვრცელდება თუ არა ვერსიები მომხდარის მიზეზების შესახებ

რა მოხდა ზამთრის კურორტზე და რამ გამოიწვია საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლა, – მიზეზების დასადგენად გამოძიება უკვე დაწყებულია. ვითარებაში გასარკვევად ქართველ სამართალდამცველებს მოწვეული სპეციალისტებიც დაეხმარებიან. თუმცა, როდის ჩაერთვებიან უცხოელი ექსპერტები პროცესში, ჯერჯერობით, უცნობია.

ამ დროისათვის საძელეს საბაგირო გზა და მისი სადგურები დაკეტილია. ვიცეპრემიერმა გუშინვე განმარტა, რომ საბაგიროს გამართულობა გასული წლის დეკემბერში შემოწმდა. რამ გამოიწვია მისი დაზიანება, ამ ეტაპზე უცნობია. მომხდარზე მოკვლევა უკვე დაიწყო ენერგოომბუდსმენმა.

გენო ოსიყმაშვილი მუშაობს გუდაურში – რა ვითარებაა ადგილზე, ვრცელდება თუ არა ვერსიები მომხდარის მიზეზების შესახებ?