ერთ-ერთი ყველაზე ძველი მედია საშუალების დღე და საუკუნოვანი ისტორია, რომელიც დროსთან ერთად სულ უფრო საინტერესოდ ვითარდება. „რადიო და მშვიდობა“ – ამ სლოგანით მსოფლიო რადიოს საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომის ფონზე 13 თებერვლის საეთერო მაუწყებლობის მთავარი თემატიკის შერჩევა რთული არ ყოფილა.
რადიოს მსოფლიო დღეს აღნიშნავს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ძველი საქართველოს რადიოც, რომელიც ორ წელიწადში 100 წლის გახდება. რადიოს მსოფლიო დღის ერთ-ერთი მთავარი მიზანია სხვადასხვა ქვეყნის რადიოებს შორის კავშირი დამყარდეს. ამის თვალსაჩინო მაგალითია საქართველოსა და უკრაინის რადიოს თანამშრომლობაც.