რა ვითარებაა ჭუბერში - რეპორტაჟი სტიქიის ზონიდან

მდინარე ნენსკრას წყლის დონე ივლისისთვის ჩვეულ ნიშნულს მიუახლოვდა. ამ ეტაპზე შეინიშნება მდინარის სწრაფი დინება, თუმცა ეს პრობლემებს არ წარმოქმნის.

აქტიურად მიმდინარეობს მდინარის კალაპოტში დაბრუნების სამუშაოები. მობილიზებულია 30–მდე ერთეული ტექნიკა. ასევე, მიმდინარეობს ხაიში–ჭუბერის დამაკავშირებელ მონაკვეთზე გზის გაწმენდითი და მორეცხვითი სამუშაოები. ხეობაში დღის განმავლობაში ნალექი მოსალოდნელი არ არის.