რა შეკითხვები ჰქონდა შაქარაშვილის საქმის მოწმეს გამოძიებასთან

რა შეკითხვები ჰქონდა შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთ მოწმეს იაკობ ბრეგვაძეს გამოძიებასთან და რატომ მიანიჭეს ფოტოგრაფს დაზარალებულის სტატუსი? – ეს იყო ერთ-ერთი საკითხი, რის გასარკვევად დღეს შინაგან საქმეთა სამინისტოში ბრეგვაძე ადვოკატთან ერთად მივიდა. სამსაათიანი შეხვედრის შემდეგ კი განაცხადა, რომ უწყებისაგან შესაბამისი განმარტებები მიიღო. ასევე თქვა, რომ ამოღებულია მისი ინსტაგრამ მიმოწერები. ბრეგვაძე ფოტომასალის შესახებაც საუბრობს და ამბობს, რომ წვეულებაზე არაფერი გადაუღია.