რა საკითხებს განიხილავენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ამ დრომდე საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.

უკვე იმსჯელეს დეპუტატების იმ ინიციატივაზე, რომლის მიხედვით, 2025 წლამდე მოსამართლეების უვადოდ გამწესება უნდა შეწყდეს.

უვადო მოსამართლეებს და გამოსაცდელი ვადით დანიშნულ მოსამართლეებს ინიციატივასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვები აქვთ.

უვადოდ დანიშვნის შეწყვეტას არ ეთანხმებიან მოსამართლეები, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ინსტანციებში საქმიანობენ.