თურქეთიდან, ახლო აღმოსავლეთიდან და ევროპიდან – შუა აზიის ქვეყნებსა და ავღანეთში ტვირთების გადაზიდვისას ფოთის პორტს განსაკუთრებული როლი აქვს.
საერთაშორისო დატვირთვის ობიექტს ქვეყნის ეკონომიკაში საკუთარი, მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს. თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში, უამინდობის თუ ტექნიკური გაუმართაობის გამო, ნავსადგურის მუშაობა არაერთხელ, ხანგრძლივი დროით შეფერხდა, რამაც სხვადასხვა კომპანიასთან ერთად ქვეყანაც აზარალა. პრობლემების გადაჭრას ფოთში ახლადშეძენილი აღჭურვილობით ცდილობენ.
რა იგეგმება პორტში 2018 წლისთვის – ნახეთ თეა აბსარიძის სიუჟეტში.