ავტომანქანების რეექსპორტის მაჩვენებელი

ქართველი ავტოდილერები ახალი გამოწვევის წინაშე დგანან.

რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანში შემცირებული გაყიდვების შემდეგ, ამჯერად კლება სომხეთისა და ყირგიზეთის ბაზრებზეა მოსალოდნელი.

მითითებულ ქვეყნებში იანვრიდან, სავარაუდოდ, საბაჟო კავშირის კანონმდებლობა ამოქმედდება, რაც მანქანების განბაჟებას გააძვირებს.

ცვლილების ამოქმედებამდე საქართველოში ავტომობილებით ვაჭრობა განსაკუთრებით გააქტიურებულია, რის გამოც ფოთის პორტში რიგებია.