„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება

„ნაციონალური მოძრაობა“ ფოთის პორტის მიმდებარე ტერიტორიის გასაყიდად გამოცხადებული აუქციონის შეწყვეტას მოითხოვს. ანა წითლიძის განმარტებით, ეკონომიკის სამინისტრო კანონს არღვევს, რადგან ფოთის ტერიტორიაზე არსებულ 75 ათასი კვადრატული არასასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობს მუნიციპალიტეტს საკუთრებაში არ აძლევს. მისი მტკიცებით, ფოთის მუნიციპალიტეტი ამ ტერიტორიის გაყიდვიდან მიღებულ შემოსავალს კარგავს.